ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „თურქეთის მთავრობის დემოკრატიული უკუქცევის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“
ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „თურქეთის მთავრობის დემოკრატიული უკუქცევის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“.
ანგარიშს ევროპარლამენტის 367-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 74 წინააღმდეგი იყო, 188-მა კი თავი შეიკავა.
„თურქეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დემოკრატიული და პროევროპული მისწრაფებების მიუხედავად, არსებულ ვითარებაში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლება შეუძლებელია“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.
ანგარიშის თანახმად, „ევროპარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში დემოკრატიული სტანდარტების გაუარესებისა და კრიტიკული ხმების დაუნდობლად ჩახშობის გამო“.
ანგარიშის მიხედვით, „ევროპარლამენტარები თურქეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობასა და ასობით მომიტინგის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაში ადანაშაულებენ“. ასევე, ევროპარლამენტარები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ევროპელი პარლამენტარები აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, „თურქეთის ამჟამინდელი მთავრობის ეს ქმედებები ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს სრულიად ავტორიტარულ მოდელთან“.