ევროპარლამენტმა ელექტროიმპულსებით თევზჭერის აკრძალვას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა ელექტროიმპულსებით თევზჭერის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ელექტროიმპულსებით თევზჭერას აკრძალვას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 402 დეპუტატმა დაუჭირა, 232 წინააღმდეგ წავიდა, 40-მა კი თავი შეიკავა.

თევზჭერის სადავო ტექნიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ნაწილობრივ ნებადართულია ევროკავშირში, სადაც ამბობენ, რომ მეთოდი ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

ჰოლანდიის მთავრობამ ხელი შეუწყო აღნიშნულ მეთოდს და განაცხადა, რომ მცირე ზომის გემები, რომლებიც თევზჭერისას ელექტროიმპულსებს იყენებენ, მოიხმარენ ნაკლებ საწვავს, იჭერენ უფრო ნაკლებ თევზს უნებლიეთ და ნაკლებად აზიანებენ ზღვის ფსკერს.

მეთოდი ევროკავშირმა სრულად აკრძალა 1998 წელს, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთის ზღვისთვის რამდენიმე გამონაკლისი იქნა დაშვებული.

თევზჭერის ახალ კანონში 30-ზე მეტი რეგულაცია განახლდა.