ევროპარლამენტმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ევროპარლამენტმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ევროპარლამენტმა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

აღნიშნულის შესახებ, ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით „დოიჩე ველე“ ავრცელებს ინფორმაციას.

ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება (TCA) გულისხმობს ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის საქონლით ვაჭრობაზე ნულოვან ტარიფებსა და ნულოვან კვოტებს, რომელზეც მხარეებს შორის მოლაპარაკებები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტის 660-მა წევრმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი წავიდა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ბევრმა კანონმდებელმა უკმაყოფილება გამოთქვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი მიესალმნენ შეთანხმების რატიფიცირებას.

კრიტიკული განცხადება გაავრცელა ბელგიელმა ევროპარლამენტარმა, გი ვერჰოფშტადტმა, რომელმაც შეთანხმებას უწოდა პირველი სავაჭრო გარიგება, რომელიც აწესებს ბარიერებს და შლის თავისუფლებებს.

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა გაუარესდა პირველი იანვრის შემდეგ, როდესაც მხარეებმა შეთანხმებაზე მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მხარე ჯერ კიდევ მუშაობს ე.წ. ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლზე, რომელიც ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის მკაცრი სასაზღვრო ზონის შექმნის თავიდან არიდებით, საერთო ბაზრის შენარჩუნებისკენ არის მიმართული.