ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია – „ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია“
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს: „ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ, სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით, ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას“.
ხავიერ ლოპესის განცხადებით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია.
„ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია. ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია. მხოლოდ საგანგაშო არ არის, როდესაც ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, კალასი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“, – წერს ხავიერ ლოპესი.
This statement and its framing are wrong, politically naïve, and strategically dangerous.
It is completely detached from today’s world and from Europe’s real interests.
Coming from the EU’s High Representative, this is not just alarming. Unfit for the job. https://t.co/Hr53HwwRAV
— Javi López (@javilopezEU) January 18, 2026