ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა

11:31, 17.09.2025

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მეცოლამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი სათაურით: „შემდეგი გაჩერება კიევი“.

მეცოლას ვიზიტის გრაფიკი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკრაინის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ რადაში მეცოლას სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

მსგავსი