ევროპარლამენტის რეზოლუცია – მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხებად გამოყენებაზე

19:05, 17.06.2026

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო.

„გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით; საქართველოს ეკლესიის შიგნით ზოგიერთი სასულიერო პირი ამ ინსტრუმენტალიზაციას წინააღმდეგობას უწევს და საჯაროდ გამოდის როგორც რუსული გავლენის, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პოლიტიკის წინააღმდეგ“,- ნათქვამია საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ქართული მართლმადიდებელი საეპარქიო სტრუქტურები და სამრევლოები ევროკავშირის ტერიტორიაზეც არსებობს, რაც ტრანსნაციონალური დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიფხიზლისა და გამძლეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს“.

მსგავსი