ევროპარლამენტის პრეზიდენტი – შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკით ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში, დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს.
მისივე თქმით, შეძრწუნებულია რუსეთის არმიის სისასტიკის გამო.
„შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკის გამო ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის საომარ დანაშაულთა ცივი რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
Appalled by atrocities of Russian army in #Bucha & other liberated areas.
This is cold reality of Putin’s war crimes.
World must be aware of what is happening. Tougher sanctions must be imposed.
Perpetrators & their commanders must be brought to justice.#StandWithUkraine️
— Roberta Metsola (@EP_President) April 3, 2022