ევროპარლამენტის პრეზიდენტი - საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ, მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ, მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის

მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.

როგორც მეცოლამ აღნიშნა, ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს, ვიდრე ომი მიმდინარეობს.

„საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე“,- განაცხადა მეცოლამ.