ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის

ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია სტაბილურობისათვის, ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ პირველი არხის კითხვას, როგორ ხედავს საქართველოსა და ასოცირებული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ვმუშაობთ ურთიერთობების გასაღრმავებლად. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პატივი უნდა ვცეთ მინსკის შეთანხმებას. ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია სტაბილურობისათვის“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები ესწრებიან. სამიტის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.