ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი თვითიზოლაციაშია
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, მას კონტაქტი ჰქონდა თავის თანამშრომელთან, რომელსაც დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„ცოტა ხნის წინ კონტაქტი მქონდა ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირადად მე კარგად ვარ და სიმპტომები არ მაქვს. წესების შესაბამისად, შემოწმებების ჩასატარებლად საჭირო პერიოდით თვითიზოლაციაში გადასვლაა აუცილებელი“, – წერს დევიდ სასოლი.
I was recently in contact with a member of my staff who today tested positive for COVID-19. I am fine and have no symptoms. In accordance with the rules, I’ll be self-isolating for the required period to carry out the necessary checks.
— David Sassoli (@EP_President) October 8, 2020