ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი თვითიზოლაციაში იმყოფება

15:03, 10.03.2020

იტალიაში ვიზიტის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია დავიდ სასოლიმ თავად დაადასტურა.

მაღალჩინოსნის თქმით, ის მომდევნო 14 დღის განმავლობაში სახლიდან იმუშავებს.

როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, თვითიზოლაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით გადაწყვიტა.

მსგავსი