ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ჩვენ მივესალმეთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განაცხადის მიღებას, გვესმის სირთულეები და საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები არიან
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ჩვენ მივესალმეთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განაცხადის მიღებას, გვესმის სირთულეები და საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები არიან

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც უყურებს ევროპას, როგორც თავის სახლს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი იყო ის ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მიესალმა განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან.

„ჩვენ გვესმის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც არიან ეს ქვეყნები. ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი მაია სანდუ, რომ მიმართოს ევროკავშირის პარლამენტს მომდევნო სესიაზე. მან მიიღო მოწვევა. ჩვენ ასევე მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად და პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის ლიდერების ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.