ევროპარლამენტის პირველ სესიაზე ჰიმნის შესრულებისას ბრექსიტის პარტიის წევრები დარბაზში ზურგით დადგნენ [ვიდეო]

ევროპარლამენტის პირველი სესია პროტესტისა და უთანხმოების ფონზე გაიხსნა. არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის პირველ სხდომაზე ჰიმნის შესრულებისას ბრიტანეთის ბრექსიტის პარტიის წევრები დარბაზში ზურგშექცევით დადგნენ.

ასევე, სესიის დაწყებისას, პარლამენტის შენობის გარეთ რამდენიმე ასეულმა კატალონიელმა აქცია გამართა, რადგან სამი კატალონიელი პოლიტიკოსი – კარლეს პუიჩდემონი, ტონი კომინი და ორიოლ ჯანქერასი ევროპარლამენტში ადგილის დაკავებას ვერ ახერხებენ. კარლეს პუიჩდემონი და ტონი კომინი აკრძალული რეფერენდუმის შემდეგ ბრიუსელში გაიქცნენ, ორიოლ ჯანქერასი კი,  დაპატიმრებულია.

სტრასბურგში ბრექსიტის წინააღდეგ აქცია გამართეს პროევროპულმა ლიბერალ-დემოკრატებმაც.

პარალელურად, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კვლავ ვერ თანხმდებიან.