ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანტონიო ლოპეზი – აქ არ ვართ იმის სათქმელად, ეს არჩევნები მოიპარეს, თუ არა, აქ ვართ, რათა გაგაცნოთ ჩვენი დაკვირვების შედეგები

16:16, 27.10.2024

ჩემი კოლეგები და მე აქ არ ვართ იმის სათქმელად, ეს არჩევნები მოიპარეს თუ არა. ჩვენ აქ ვართ, რათა გაგაცნოთ ჩვენი დაკვირვების შედეგები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და დაკვირვების შედეგები არჩევნებამდეც გამოვაქვეყნეთ. ჩვენ შეგვიძლია ასევე გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია არჩევნების შემდგომ პერიოდში, მაგრამ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ, როგორი იყო ეს არჩევნები, რადგან ეს ჩვენს სამუშაო აღწერილობაში არ შედის“, – აღნიშნა ანტონიო ლოპეზმა.

 

მსგავსი