ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრიზი ბელარუსის ოპოზიციურ მოძრაობას გადაეცა
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრიზი ბელარუსის ოპოზიციურ მოძრაობას გადაეცა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრიზი ბელარუსის ოპოზიციურ მოძრაობას გადაეცა.

„მათ აქვთ რაღაც, რისი დამარცხებაც სასტიკ ძალას არასდროს შეუძლია – სიმართლე. არასოდეს დანებდეთ თქვენს ბრძოლაში. ჩვენ თქვენ მხარეს ვართ. ბელარუსის ქუჩებში ჩატარებულმა პროტესტმა მსოფლიო შეძრა“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა.

ყოველი კვირის ბოლოს, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გადის და ლუკაშნეკოს გადადგომას ითხოვს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ევროკავშირმა არ აღიარა. ბრიუსელში ამბობენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.