ევროპარლამენტი - მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში
ევროპარლამენტი - მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში

ვიზის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ძირითადი ორიენტირებისა და წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობას. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედებების შედეგად; რეზოლუცია ახალისებს წევრ სახელმწიფოებს, ჩაატარონ საფუძვლიანი გადამოწმება გასაუბრებისა და მხარდამჭერი დოკუმენტების მოთხოვნით ამ ვიზის მომთხოვნი პირებისგან და უარი თქვან ვიზებზე, თუ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაჩნდება. სინანულს გამოვხატავთ, რომ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების, დემოკრატიული რეგრესისა და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებზე ევროკავშირის მასშტაბით სავიზო შეზღუდვები ვერ დაწესდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წინააღმდეგობის გამო. აღვნიშნავთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ძირითადი ორიენტირებისა და წინა რეკომენდაციების შეუსრულებლობას. რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში და გაიზარდოს პირდაპირი მხარდაჭერა ადამიანებს შორის გაცვლითი პროგრამებისთვის, როგორებიცაა Erasmus+, Horizon Europe, ევროპული სოლიდარობის კორპუსი და Creative Europe“, – ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.