ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის საკითხზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის საკითხზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის საკითხზე ხვალ, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სასოლის განცხადებით, მისი დაკავება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ევროპარლამენტის წევრები მის გათავისუფლებას მხარს უჭერენ.

როგორც სასოლი მიმართვაში აღნიშნავს, ევროპა მას სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარა. სასოლი გერმანიის ხელისუფლებას ამისთვის მადლობას უცხადებს და ამბობს, რომ მას ალექსეი ნავალნის ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში ხილვა სურს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას ბრალად პირობითი სასჯელის სისტემატური დარღვევა ედება.