ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს.

არსებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შვებულებით, არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მან დღეს შეხვედრები გამართა „ლელოს“ ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, ასევე ყოფილ დეპუტატ თამარ ხულორდავასთან. ამ წუთებში მასთან შეხვედრაზე იმყოფება ანა დოლიძე.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილთან.

ვიოლა ფონ კრამონმა შეხვედრები გუშინაც გამართა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის გარდა, შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.