ევროპარლამენტარი ურმას პაეტი - ვფიქრობ, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სულ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, კანდიდატის სტატუსი ასევე გარანტირებული უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვისთვის
ევროპარლამენტარი ურმას პაეტი - ვფიქრობ, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სულ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, კანდიდატის სტატუსი ასევე გარანტირებული უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვისთვის

რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ვფიქრობ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია, მათ შორის ევროპაში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებში, ვინც იტყვის დიახს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ასევე გარანტირებული უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვისთვის.

„მე პირადად ძალიან მკაფიოდ ვუჭერ მხარს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ძალიან ღია პოლიტიკური გზავნილია და არა მხოლოდ პოლიტიკური გზავნილი, არამედ პრაქტიკულიც, რადგან კანდიდატის სტატუსის პროცესის ჩაშვების შემდეგ, კანდიდატ ქვეყნებთან უკვე ძალიან პრაქტიკული მოლაპარაკებების დაწყებაა შესაძლებელი. ამიტომ ვფიქრობ, პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პერიოდი ახლაა. მაგრამ იცით, რომ გადაწყვეტილებას სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთიანი მხარდაჭერა. ჯერ არ ვიცი, როგორია სრული სურათი, მაგრამ ჩვენ კონსენსუსის მისაღწევად უნდა ვიმუშაოთ. იმის გათვალისწინებით, რასაც ამ დღეებში უკრაინაში ვხედავთ, ვითარება ნამდვილად განსხვავებულია“, – განაცხადა ურმას პაეტმა.