ევროპარლამენტარი ურმას პაეტი – პოლიტიკური პოლარიზაციისა და უთანხმოების დასაძლევად საფუძვლიანი დიალოგია საჭირო
ევროპარლამენტის წევრი, ურმას პაეტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება „ტვიტერში“ გავრცელდა.
ურმას პაეტი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დიალოგი აუცილებელია.
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ. ძალის გამოყენების ნაცვლად, პოლიტიკური პოლარიზაციისა და უთანხმოების დასაძლევად, საფუძვლიანი დიალოგია საჭირო. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული გზისკენ სვლას და დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“, – აცხადებს პაეტი.
🇬🇪 @Urmaspaet: “I am deeply concerned about the Georgian government’s decision to detain the leader of the main opposition party. Instead of using force to resolve disagreements, there needs to be proper dialogue to end the political polarization.” #Georgia pic.twitter.com/sfB15GUTgG
— Renew Europe (@RenewEurope) February 23, 2021