ევროპარლამენტარი ტომას ზდეჩოვსკი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აქ ამიტომ ვართ
ევროპარლამენტარი ტომას ზდეჩოვსკი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აქ ამიტომ ვართ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ აქ, გვსურს თქვენს პოლიტიკოსებთან საუბარი და ვაკვირდებით თქვენს არჩევნებს, – ამის შესახებ რუმინელმა ევროპარლამენტარმა ტომას ზდეჩოვსკიმ განაცხადა.

„გუშინ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გზავნილი ნამდვილად ძალიან ძლიერი და ნათელი იყო. ჩვენ ნამდვილად გვსურს საქართველოსთან მოლაპარაკებების გაგრძელება და გვსურს შესანიშნავი ურთიერთობა. ნამდვილად, არ შეჩერდეთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში. ეს ყოველთვის ასეა, ყველა დროს, ყველა ქვეყანაში. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა. ბევრი ჩვენგანი ძალიან გამოცდილია. ჩვენ გვსურს სამართლიანი არჩევნები და გვსურს ვიკითხოთ, ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, როგორ მოახერხებთ, რამდენი ადამიანი გყავთ, როგორ ფუნქციონირებს სისტემა და ა.შ ეს ჩვენთვის საკვანძო საკითხებია“, – განაცხადა ტომას ზდეჩოვსკიმ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.