ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე - ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოხდა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე
ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე - ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოხდა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოხდა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ლატვიიდან, „ევროპის სახალხო პარტიის წევრი“ სანდრა კალნიეტე სოციალურ ქსელში წერს.

„მერაბიშვილის გათავისუფლება მოხდა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და მდგრადი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე. წესების შეცვლისა და ოპოზიციის დევნის გზით, მიმდინარე წლის არჩევნებში ყველაფრის ფასად გამარჯვება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აისახება“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.