ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი – საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოითხოვოს ახალი არჩევნები საქართველოს თავისუფლების გზაზე დასაბრუნებლად
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე, სოციალურ ქსელ „იქსში“ ევროდეპუტატი რიჰარდს კოლსი აკეთებს კომენტარს.
„ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს. „ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი – თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო – ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას.
ეს არ არის დემოკრატია; ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოითხოვოს ახალი არჩევნები საქართველოს თავისუფლებისა და სამართლიანობის გზაზე დასაბრუნებლად. ხალხის ერთადერთი ლეგიტიმურ ხმად რჩება პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ძველი საბჭოთა ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე იმარჯვებს. ყოველთვის.“,- წერს ლატვიელი ევროპარლამენტარი.
Lies grow until they swallow their creators whole. Georgian Dream’s latest fiction—claiming OSCE/ODIHR legitimized these elections—cannot mask the truth: voter intimidation, violence, and systemic manipulation.
This isn’t democracy; it’s a constitutional coup. The international… https://t.co/hrQwi1btE0 pic.twitter.com/xRFII20Pv1
— Rihards Kols (@RihardsKols) December 21, 2024