ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი – საქართველოს მმართველი პარტია ცდილობს მთავარი სამი ოპოზიციური ძალის აკრძალვას, რაც აღარ არის დემოკრატიის უკუსვლა, ეს არის ერთპარტიული დიქტატურის ღიად შექმნა

11:54, 31.10.2025

საქართველოს მმართველი პარტია ცდილობს მთავარი სამი ოპოზიციური ძალის აკრძალვას. ეს აღარ არის უბრალოდ დემოკრატიის უკუსვლა, ეს არის ერთპარტიული დიქტატურის ღიად შექმნა, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„„ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის იმ უფლებების ჩამორთმევას, რომლებიც ახალ რეჟიმს არასასურველად მიაჩნია და საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას, ზუსტად ისე, როგორც არის ბელარუსი“, – წერს რიჰარდ კოლსი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

მსგავსი