ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე - არც ერთი ევრო არ უნდა გადავიხადოთ, რომ რუსებს ჰქონდეთ მეტი ტანკი, მეტი აღჭურვილობა, ყველაფერი, რაც კლავს უკრაინის ხალხს
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე - არც ერთი ევრო არ უნდა გადავიხადოთ, რომ რუსებს ჰქონდეთ მეტი ტანკი, მეტი აღჭურვილობა, ყველაფერი, რაც კლავს უკრაინის ხალხს

ანდრიუს კუბილიუსმა დაიწყო ევროპარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვება, რომ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო გამოცხადდეს, განსაკუთრებით ნავთობსა და გაზზე და ეს არის ჩვენი მოსაზრება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩენემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა მეტ სანქციებს რუსეთის მიმართ.

მისი თქმით, არც ერთი ევრო არ უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ რუსებს ჰქონდეთ მეტი ტანკები და აღჭურვილობა.

„მე მხოლოდ ჩვენი აქაური მოსაზრებების შესახებ შემიძლია, გითხრათ. ანდრიუს კუბილიუსმა დაიწყო ევროპარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვება, რომ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო გამოცხადდეს, განსაკუთრებით ნავთობსა და გაზზე და ეს არის ჩვენი მოსაზრება. რა თქმა უნდა, არც ერთი ევრო არ უნდა გადავიხადოთ, რომ რუსებს ჰქონდეთ მეტი ტანკები, მეტი ამუნიცია, ყველაფერი, რაც კლავს უკრაინის ხალხს. ეს ცხადია. შეზღუდვა, სრული შეზღუდვა რუსეთის და რუსეთში ხალხის, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინს.

მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი წააგებენ. მე შემიძლია, გითხრათ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც მოხდება. რა საკვირველია, ეს ტრაგიკული ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო,  რასაკვირველია რუსი ხალხის წინააღმდეგ არის, თავად რუსეთის წინააღმდეგ, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანა საბოლოოდ შიგნიდან განადგურდება, ეკონომიკა ისჯება. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა იზოლაცია ამ მანიაკის, რომელსაც სჯერა ახალი რუსეთის, თუ რუსული იმპერიის, რომელსაც ბომბები და ხალხის სიკვდილი მოაქვს, რუსეთის ხალხიც არის ამაზე პასუხისმგებელი. დღეს ძალიან რთულია საუბარი, რადგან მხოლოდ მეორე კვირაა ომის და არავინ იცის, როგორ იმოქმედებს, როდესაც ატომურ იარაღზე აქვს თითი“, – განუცხადა რასა იუკნევიჩენემ ქართველ ჟურნალისტებს.

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიხსნება სესია, რომელზეც უკრაინის თემაზე დებატები მიმდინარე კვირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მათ შორისაა უკრაინიდან დევნილების მიღება და უსაფრთხოების კონტექსტი.