ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე – საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია
საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.
„ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის. ასევე, ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მტერი არ არის, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საქართველოში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.
The agreement of #Georgian ruling party & opposition is a new beginning. It means bigger accountability, esp of the ruling party. Also less hatred in politics, transparent elections, freedom of media &political opposition, which isn’t an enemy but important element for democracy.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) April 20, 2021