ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე – ძნელია სიტყვების პოვნა, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით
ძნელია სიტყვების პოვნა, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხალხი, რომლებიც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ.
„ძნელია სიტყვების პოვნა, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით, თუმცა მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, შეცვალოს სიტუაცია. ამ ერს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხალხი და ისინი პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ“, – წერს რასა იუკნევიჩენე.
It’s difficult to even find words, how disappointed I am by Georgian politicians. However, I believe that #Georgia will find strength to change the situation. This nation has responsible people and they will accept the responsibility.@eucopresident https://t.co/YNs6IMd3Dz
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) July 29, 2021