ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი შატილის გზაზე ავარიისას გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

22:03, 25.08.2020

ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსის ავარიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

მსგავსი