ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას მართებულად ეწოდა წარმატების ისტორია, ასე დარჩება, ვიდრე ერთად ვიმოქმედებთ
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას მართებულად ეწოდა წარმატების ისტორია, ასე დარჩება, ვიდრე ერთად ვიმოქმედებთ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას მართებულად ეწოდა წარმატების ისტორია და ასე დარჩება, ვიდრე ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებულ სესიაზე განაცხადა.

ევროპარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს გზავნილი, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ევროპული მისწრაფებები აღიარებულია და ერთობლივი მუშაობით პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.

„ლიდერობა ითხოვს ძლიერ ვალდებულებას. ეს ვალდებულებები უნდა იყოს დემონსტრირებული, ისტორიულად გამართლებული და პოლიტიკური, დადასტურებული გზავნილით ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ მათი ევროპული მისწრაფებები არის აღიარებული და ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ აუცილებელი რეფორმების პროგრესს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი დევიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო ათწლეულისთვის იქნება – „მეტი მეტისთვის“, ეტაპობრივი დიფერენცირებული ინტეგრაცია. პოლიტიკურ სივრცეში ჩვენ პარტნიორებს მოეთხოვებათ დემოკრატიების გაძლიერება, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა. ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ ეტაპობრივად უნდა გავხსნათ წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნით. მოდით, შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ევროპული უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ მას აღმოსავლეთის და დასავლეთის განზომილებით. არის მხოლოდ ერთი – ევროპული განზომილება და დროა, ამგვარად ვიმოქმედოთ. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას მართებულად ეწოდა წარმატების ისტორია და ასე დარჩება, ვიდრე ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, ვიქნებით გაერთიანებული საერთო ხედვითა და ქმედებით, დიალოგითა და პარტნიორობით“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.