ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის
ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
აუსტრევიჩი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან.
„მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ასე საჭიროა”, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.
The arrest of Mikheil Saakashvili further increases political polarization in #Georgia. Call on the Georgian Dream to refrain from any further persecution of the former president and demonstrate so needed consolidation of civil society in general @SaakashviliM @GeorgianDream41 pic.twitter.com/HssloW4QxK
— Petras Austrevicius (@petras_petras) October 4, 2021