ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი – საშინელებაა იმის ყურება, როგორ მიემართება საქართველო ერთპარტიული სისტემისკენ, ოპოზიციონერი ფიგურები ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან ციხეში
საშინელებაა იმის ყურება, როგორ მიემართება საქართველო მთელი სისწრაფით ერთპარტიული სისტემისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროპარლამენტარი წერს, „ოპოზიციონერი ფიგურები ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან ციხეში“.
„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლიდერიდან ქვეყანა სინათლის სიჩქარით გადაიქცა ავტორიტარიზმის ლიდერად, რითაც საზოგადოების მისწრაფებებს უღალატა“, – წერს ნაჩო სანჩესი.
It’s appalling to see #Georgia at full speed towards a one-party system. One by one opposition figures being jailed. The country has passed from being a frontrunner in 🇪🇺 integration to frontrunner in authoritarianism at light speed, betraying the aspirations of its society. https://t.co/R8mPSrW0xR
— Nacho Sánchez Amor (@NachoSAmor) June 24, 2025