ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი - ვიმედოვნებ, 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება სამართლიანი, მედია სამართლიანად გააშუქებს მოვლენებს, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი - ვიმედოვნებ, 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება სამართლიანი, მედია სამართლიანად გააშუქებს მოვლენებს, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი

საქართველოში ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს. რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს პოზიტიური შეთავაზება გაუკეთოს, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„მიუხედავად ამისა, საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში, რომელიც გარდამავალ ეტაპზეა, პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია. მისასალმებელია, რომ ახალი საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული. აქვე მადლობას ვეტყვი გაწეული სამუშაოსთვის ჩვენს ელჩსა და მის გუნდს. იმედი მაქვს, 31 ოქტომბრის არჩევნები იქნება სამართლიანი, მედია სამართლიანად გააშუქებს მოვლენებს, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს იქნებოდა ძალიან კარგი დღე საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა.