ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი - ივანიშვილმა, კობახიძემ და სხვებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას მისცენ საშუალება, გააგრძელონ გზა ევროპული საქართველოსკენ
ივანიშვილმა, კობახიძე და სხვებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მათ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება უნდა მისცენ, ევროპული საქართველოსკენ გააგრძელონ გზა.
„ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ…“ – წერს გალერი სოციალურ ქსელში.