ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი – ივანიშვილმა, კობახიძემ და სხვებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას მისცენ საშუალება, გააგრძელონ გზა ევროპული საქართველოსკენ
ივანიშვილმა, კობახიძე და სხვებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მათ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება უნდა მისცენ, ევროპული საქართველოსკენ გააგრძელონ გზა.
„ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ…“ – წერს გალერი სოციალურ ქსელში.
These Moscovite creatures Ivanishvili, Kobakhidze and Co are the ones that should leave the country and allow the big majority of the Georgian people to continue their path to a European Georgia, not a Soviet Georgia… https://t.co/2KK7PvGOih
— Michael Gahler (@gahler_michael) January 31, 2026