ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„გუშინ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტარების დიდი მხარდაჭერით, პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. 150 პარლამენტარიდან ცვლილებებს მხარი 136-მა დაუჭირა და ეს პოზიტიური სიგნალია, რადგან ამტკიცებს, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომლებიც არიან 8 მარტის შეთანხმების მონაწილეები, გამოიყენონ ეს პოზიტიური იმპულსი, რადგან ეს დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციაში და უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეების დემოკრატიული ნება სათანადოდ იყოს გამოხატული შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.

კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიმართოს გეგმის მიხედვით, 23 და 29 ივნისს, შემდეგ კი პირველ და 2 ივლისს გაიმართება კენჭისყრა საარჩევნო სისტემაზე, რათა გათვალისწინებული იყოს ეუთო-ს და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები, – ნათქვამია მარინა კალიურანდისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში.