ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი მოსკოვიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი მოსკოვიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის

ევროპარლამენტარი მანფრედ ვებერი მოსკოვიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

ვებერის თქმით, რუსეთის ხელისუფლება საერთოდ არ არის დაინტერესებული ევროკავშირთან სერიოზული დიალოგით.

„რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გამოძევება იმ დროს, როცა ქვეყანაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ჯოზეფ ბორელი იმყოფებოდა, გააზრებული პროვოკაციაა“,- თვლის ევროპარლამენტარი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გუშინ გამოაცხადა და ისინი ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და 23 იანვარს მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ დემონსტრაციებში მათი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მონაწილეობისთვის პროტესტი გამოუცხადეს.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ევროპელი დიპლომატების ამგვარი ქმედებები მიუღებელია და არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს.