ევროპარლამენტარი ლუკას სიპერი – საქართველოდან ახალგაზრდა ქალს ვუთხარი, რომ ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება, შესაძლოა, გავიდეს ოცი, ან ათი წელი, თუ ყველაფერი კარგად წავა
გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით და მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან, რომელმაც მკითხა: „შენი აზრით, კიდევ რამდენი ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მას ვუთხარი, „ოცი წელი. შესაძლოა, ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლუკას სიპერმა ევროპარლამენეტში დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალი გზისგან აშორებს.
„გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან, რომელმაც მკითხა: „შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მას ვუთხარი, „ოცი წელი. შესაძლოა, ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“. ვშიშობ,, რომ სწორედ ასეა, რადგან საქართველოს თუ შევხედავთ, მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. ამიტომ ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, საქართველოს ოლიგარქებს, რუსეთის ქართველ მარიონეტებს – „დატკბით თქვენი სასახლეებით, დატკბით თქვენი ძვირად ღირებული მანქანებით, დატკბით თქვენი ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და შემდეგ საქართველოს ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს, ისინი კი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. შესაძლოა, მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ საბოლოო მიზანი უდავოა“, – განაცხადა ლუკას სიპერმა.