ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა – 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს
„ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა გეგმა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდონ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა წერს.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ.
„„ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა გეგმა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდონ. ეს ნაბიჯი ოპოზიციონერი ამომრჩევლების წინააღმდეგაა მიმართული, ძირს უთხრის დემოკრატიას და იმეორებს პრორუსულ ავტორიტარულ ტაქტიკას. 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია – ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. სირცხვილია, იყო რუსეთის სატელიტი“, – წერს ევროპარლამენტარი.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
🚨 The self proclaimed Chairman of the Georgian Dream Parliament announced a plan to prevent citizens abroad from voting.
This move targets opposition voters, undermines democracy, and mirrors pro-Russian authoritarian tactics.
The 2024 elections showed that diaspora votes are… pic.twitter.com/7kG2vqL3H3— Krzysztof Brejza (@krzysztofbrejza) November 17, 2025