ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა – 8 მარტის შეთანხმების ამოქმედება, მათ შორის, პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება გადამწყვეტია საკონსტიტუციო პაკეტის დასამტკიცებლად

16:25, 25.06.2020

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ განცხადება ევროდეპუტატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მოითხოვს ფართო მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ სცენაზე, ისე საზოგადოებაში. 8 მარტის შეთანხმების ამოქმედება, მათ შორის, პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება არის გადამწყვეტი საკონსტიტუციო პაკეტის დასამტკიცებლად, რათა საქართველომ დემოკრატიული არჩევნებისკენ წინ წაიწიოს“, – წერს ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე.

მსგავსი