ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო - არჩევნებში ჩართულობა და სტანდარტები ყველგან მაღალ დონეზეა, საარჩევნო აპარატები გამართულად მუშაობს, ყველაფერი კარგად არის მომზადებული
არჩევნებში ჩართულობა და სტანდარტები ყველგან მაღალ დონეზეა, საარჩევნო აპარატები გამართულად მუშაობს, ყველაფერი კარგად არის მომზადებული, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტარმა ადრიაშ ლასლომ განაცხადა.
როგორც ლასლომ აღნიშნა, საარჩევნო უბნებეზე პროვოკაციების შესახებ არ სმენია.
„მე რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი და ადგილობრივ არჩევნებს ვაკვირდებოდი. არჩევნებში ჩართულობა და სტანდარტები ყველგან მაღალ დონეზეა. საარჩევნო აპარატები კარგად მუშაობს, ყველაფერი გამართულად არის მომზადებული. ადგილობრივი დამკვირვებლები იმყოფებიან თითოეულ საარჩევნო უბანზე. ჩვენ არ გვსმენია რაიმე პროვოკაციის შესახებ რომელიმე საარჩევნო უბანზე. იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ასე გაგრძელდება და საქართველოში არჩევნები იქნება მშვიდობიანი. ახალი მერები და წარმომადგენლები შეძლებენ თანამდებობების დაკავებას და იმუშავებენ ხალხისთვის“, – განაცხადა ანდრიაშ ლასლომ.