ევროპარლამენტარ​ი ტუნე კელამი - ვგმობთ კრემლის ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს გამთლიანებას
ევროპარლამენტარ​ი ტუნე კელამი - ვგმობთ კრემლის ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს გამთლიანებას

ვგმობთ კრემლის ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს გამთლიანებას, – ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ტუნე კელამმა პირველ არხს განუცხადა.

მისი განცხადებით, პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება მეზობლების დაშინებას, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, მუდმივი დესტაბილიზაციის შექმნის სურვილს, ევროკავშირისთვის მიუღებელია.

„საუკეთესო დროა, რომ შევაფასოთ რუსეთის ქმედებები. საუკეთესო დროა, რუსეთს ევროპარლმენტიდან ვუთხრათ, რომ მათი პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება მეზობლების დაშინებას, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, მუდმივი დესტაბილიზაციის შექმნის სურვილს, არის ის, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელია და ევროკავშირი გააკეთებს მაქსიმუმს მეგობრებისა და პარტნიორების დასახმარებლად.

დავგმეთ 2008 წელს ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში რუსეთის შეჭრა და ვგმობთ ახლაც კრემლის ყველა მოქმედებას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს გამთლიანებას. პირველი იყო საქართველო და მერე უკრაინა. ბევრჯერ გვითქვამს და უნდა ვთქვათ ახლაც, რომ ვერ შეფასდა მაშინ საფრთხეები, ვერ გავაჩერეთ ოკუპანტი. მიიღეთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო. ეს უმძიმესი ტრაგედიაა“, – განუცხადა პირველ არხს ტუნე კელამმა.