ევროპალიგაზე ქართული გუნდების ყველა მეტოქე გაირკვა - ბათუმის დინამო და საბურთალო სტუმრად ითამაშებენ, ლოკომოტივი - თბილისში
ევროპალიგაზე ქართული გუნდების ყველა მეტოქე გაირკვა - ბათუმის დინამო და საბურთალო სტუმრად ითამაშებენ, ლოკომოტივი - თბილისში

ბათუმის „დინამო” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის წარმომდგენელს შეხვდება, „საბურთალო“ – კვიპროსულს, ხოლო „ლოკომოტივი“ რუმინულ გუნდს. ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში გამართულ წილისყრაზე გაირკვა.​

წილისყრას უეფას საკლუბო ტურნირების ორგანიზატორი მიხაელ ჰეზელშვერდტი უძღვებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის „დინამო“ და თბილისის „ლოკომოტივი“ განუთესავები იყვნენ, საკმაოდ ძლიერ მეტოქეები შეხვდათ.

ბათუმის „დინამოს“ შესაძლო მეტოქეებიდან („ნეფტჩი“, „კეშლა“, ბეერ-შევასჰაპოელი“ ) ისრაელის გუნდი შეხვდა და 27 აგვისტოს გასვლაზე ითამაშებს.

„ლოკომოტივს“ შეიძლებოდა შეხვედროდნენ: „უნივერსიტატეა“ (რუმინეთი), „შკენდია“ (ჩრდილოეთ მაკედონია), „ბაჩკა-ტოპოლა“ (სერბეთი) და „კაირატი“ (ყაზახეთი). საბოლოოდ, წილისყრით, თბილისელები შინ ითამაშებენ.

საბურთალოსაც“ საკმაოდ ძლიერი მეტოქე ერგო. მისი სავარაუდო მეტოქები გახლდნენ ჰაიფას „მაკაბი“ (ისრაელი), „აპოლონი“ (კვიპროსი) და „ალაშკერტი“ (სომხეთი).

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე კვიპროსის წარმომადგენელი „აპოლონი” იქნება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება. წყვილის მასპინძელი წილისყრით გამოვლინდა. სამივე ქართული გუნდი 27 აგვისტოს ითამაშებს. ბათუმის „დინამო“ – სტუმრად ისრაელში, „საბურთალო“ ასევე სტუმრად კვიპროსში, ხოლო „ლოკომოტივი“ შინ, თბილისში.