ევროპალიგა | „როიალ უნიონის“ განაცხადში ქართველი მეკარე გამოჩნდა #1TVSPORT

15:54, 16.10.2026

ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის მე-2 ტურში „ბორნმუთმა“ გიზი მამაგეიშვილისა და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ 3:0 აჯობა. ქართველ ნახევარმცველებს არ უთამაშიათ, რადგან სანაკრებო შეკრებაზე დაშავდნენ და მოედანზე ჯერ არ დაბრუნებულან.

ბელგიური „როიალ უნიონი“ შინ ესპანურ „რეალ სოსიედადს“ დაუზავდა – 1:1. ამ შეხვედრაში ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ მასპინძელთა განაცხადში მოხვდა გიორგი ყავლაშვილი. თუმცა 19 წლის მეკარეს თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

გიორგი ყავლაშვილი ბელგიაში იზრდებოდა. ტანმაღალი (195 სმ) მეკარე „როიალ უნიონს“ 2024 წელს „ვესტერლოდან“ ოთხწლიანი კონტრაქტით შეუერთდა. იყო საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ამჟამად კი 21-წლამდელების ნაკრების ღირსებას იცავს.

მსგავსი