ევროპალიგა | მამაგეიშვილმა „რენის“ წინააღმდეგ ითამაშა, კიტეიშვილი დაასვენეს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილის „შტურმმა“ ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე ფრანგულ „რენს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
ავსტრიის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიზი მამაგეიშვილი იყო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 62-ე წუთზე შეცვალეს. „ჯვაროსნების“ ფეხბურთელმა მეორე ტაიმში რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც ჰოდლი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა განაცხადში ოთარ კიტეიშვილის არყოფნა აღმოჩნდა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებული არ არის – „შტურმის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, ახლადმომჯობინებული კიტეიშვილის ჯანმრთელობით არ გარისკეს და მის გადატვირთვას მოერიდნენ.