„ევროპაბეთი“ აზარტული თამაშების რეკლამას ზღუდავს
„ევროპაბეთი“ აზარტული თამაშების რეკლამას ზღუდავს

2019 წლის დეკემბრიდან „ევროპაბეთი“ ეტაპობრივად უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. ამის შესახებ „ევროპაბეთის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ევროპაბეთი“ უარს ამბობენ გარე რეკლამაზე სრულად, საათობრივად იზღუდება რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში, ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ასაკობრივი შეზღუდვა.

2020 წლის იანვრიდან კი „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს, კერძოდ: რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტი, მოთამაშის რჩევები, 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის, პრობლემური მოთამაშეების თერაპია, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში.

„კამპანია „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესისა და საზოგადოების ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.

ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – აცხადებენ კომპანიაში.