ევროპა ლიგა – ქუთაისის „ტორპედო“ დღეს მინიმალური ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება

18:03, 18.07.2019

დღეს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მფლობელი და გასული სეზონის მესამეადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგის განმეორებით მატჩს გამართავს ყაზახური „ორდაბასის“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც ქალაქ ჩიმკენტში გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა და დღეს ქუთათურები ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდებიან.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი