„ევროპა ლიგა“ პირველ არხზე
დღეს „ევროპა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები გაიმართება. “სამტრედიამ” ყაზახურ “ტობოლთან” 10 ივლისს ითამაშა, დღეს კი გათამაშებაში კიდევ ორი ქართული გუნდი ჩაერთვება.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საჩხერის ,,ჩიხურა” იერუსალიმის ,,ბეითარს” უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თბილისის „დინამო“ კი სტუმრად გამართავს პირველ მატჩს და სლოვაკეთში ადგილობრივ „დუნაისკა სტრედას“ შეხვდება. ეს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.