„ევროპა ჩვენი სახლია“ - ამ სლოგანით ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს
„ევროპა ჩვენი სახლია“ - ამ სლოგანით ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს

ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია „ევროპა ჩვენი სახლია“. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. შეკრებილები ითხოვენ, ხელისუფლებამ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები. მათივე თქმით, აქციის მიზანია, ევროპას და მთავრობას დაანახონ, რომ სწორ გზაზე დგანან.

„არ მოგვცეს ევროკაშირის კანდიდატობის სტატუსი. სტატუსს აძლევენ სახელმწიფოს და არა ხალხს. სახელმწიფოს იმიტომ არ მისცეს, რომ არ აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინსტიტუციები მოწესრიგებული. ამ აქციების მიზანია, ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, რათა ჩვენი, ქართველი ხალხის მოთხოვნაა, გავწევრიანდეთ ევროკავშირის მშვიდობიან ბანაკში“, – განაცხადა აქციის მონაწილე ირმა გორდელაძემ.

როგორც ცნობილია, ანალოგიური შინაარსის აქცია ხვალ ბათუმშიც გაიმართება. ოზურგეთში დღევანდელ აქციას ბათუმში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებიც ესწრებიან.