„ევრონიუსი“ - ვიქტორ ორბანი ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
„ევრონიუსი“ - ვიქტორ ორბანი ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ანტი-ლგბტ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

კანონს ოფიციალურად ბავშვთა დაცვის აქტი ჰქვია, რომლის მიზანი „ბავშვთა კეთილდღეობის დაცვა და პედოფილიასთან ბრძოლაა“.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელმა უნგრეთი ბავშვთა დაცვის აქტის გამო გააკრიტიკა, თუმცა უნგრეთის კანონები არ უშვებს საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტელევიზიასა და რეკლამებში სექსუალურ პროპაგანდას.

აღნიშნულ კანონს ფართო კრიტიკა მოჰყვა, რომ იგი დისკრიმინაციული ხასიათისაა და ლგბტ საზოგადოების წევრების წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა.