„ევრონიუსი“ - „კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამო, ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა
„ევრონიუსი“ - „კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამო, ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა

შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამო ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საბანკო სისტემაში პრობლემები ამერიკული ბანკის, „სილიკონ ველი ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს უკავშირდება.

როგორც მედია წერს, ამერიკული ბანკის გაკოტრების შემდეგ „კრედიტ სუისის“ აქციებზე ვაჭრობა დროებით შეწყდა. ევროპული ბანკების აქციების ფასი ლონდონში 6.66 პროცენტით დაეცა. პარიზის საფონდო ბირჟამ ასევე დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ფრანგული ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ აქციები დაეცა 10.6 პროცენტით, ხოლო „ბიენპი პარიბასის“ – 10.3 პროცენტით.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკის, „კრედიტ სუისის“, რომელსაც მთელი რიგი სკანდალები უკავშირდება, მთავარმა აქციონერმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა დამატებით ფინანსურ დახმარებას. როგორც მედია წერს, ბანკის აქციებს პრობლემები შეექმნა „სილიკონ ველი ბანკის“ დაშლის შემდეგ. „ევრონიუსის“ ცნობით, ისტორიულმა წარუმატებლობამ მასობრივი პანიკა გამოიწვია, მიუხედავად აშშ-ის ხელისუფლების უპრეცედენტო ჩარევისა, რომ შეეკავებინა გავრცელება და დაერწმუნებინა ბაზრები.